ბიზნესპარტნიორი – რას გულისხმობს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და როგორ მუშაობს ის I 21.07.2026
ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი კრიტიკული ინფრასტრუქტურული მომსახურებებია, რომელთა უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე ეკონომიკური საქმიანობისთვის.
მომსახურების ხარისხი, როგორც წესი, ნაკლებად შესამჩნევია იმ პირობებში, როდესაც სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა, შეფერხებების, მათ შორის მომარაგების წყვეტის, მომსახურების ან მომხმარებელთა მიმართვებზე რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომსახურების ხარისხის სტანდარტების ეფექტიანი ფუნქციონირება.
სემეკი, უკვე მერვე წელია, იყენებს მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემას, რომელიც ხარისხის კონტროლს ითვალისწინებს.
რას გულისხმობს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და როგორ მუშაობს ის – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარ სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი ანა ზარიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

