ბიზნესპარტნიორი – რამდენად სანდოა ბაზარზე არსებული პროდუქცია, რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო კონტროლი I 19.11.2026

11:26, 19.11.2026
-0:00

მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მხოლოდ კლიმატურ პირობებზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანი ფაქტორია მცენარეთა დაცვის საშუალებებიც, რომელთა ხარისხი და სწორად გამოყენება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე წამყვანი მწარმოებლების პესტიციდებია წარმოდგენილი, ფერმერები უხარისხო მოსავალზე საუბრისას ხშირად სწორედ პრეპარატების ხარისხს უჩივიან.

რამდენად სანდოა ბაზარზე არსებული პროდუქცია, რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო კონტროლი და რატომ არ ნიშნავს პესტიციდების დიდი რაოდენობით გამოყენება უკეთეს შედეგს? – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ნიკა მესხი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი