მოსავალი 1 200-მა მევენახემ უკვე დააბინავა და რთველის პროცესში 50-მდე ღვინის საწარმოა ჩართული.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ დროის მონაცემებით გადამუშავებულია 2 ათას 200 ტონაზე მეტი ყურძენი.
რაჭის რეგიონში, კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის, სუბსიდიის ოდენობა კი ორივე ჯიშის ერთ კილოგრამ ყურძენზე 4 ლარია.
„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
