ბიზნესპარტნიორი - ქართველმა მეღვინეებმა ევროპულ ბაზარზე გასატან ღვინოზე შემადგენლობის დაწერა დაიწყეს I 09.02.2024
ბიზნესპარტნიორი - ქართველმა მეღვინეებმა ევროპულ ბაზარზე გასატან ღვინოზე შემადგენლობის დაწერა დაიწყეს I 09.02.2024

ევროკავშირის მასშტაბით ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, გასაყიდ ღვინოსა და ღვინის პროდუქტებზე ინგრედიენტებისა და ნუტრიციული შემადგენლობის მითითება სავალდებულო გახდა.

ქართული ღვინის სექტორში ამბობენ, რომ ევროპული სახელმწიფოები მათი სამიზნე და სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზრებია, ამიტომ, ახალ რეგულაციაზე გადაწყობა უკვე დაწყებული აქვთ…

მეღვინეები 2024 წლის პროგნოზებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობას აგრძელებენ.

რას შეცვლის ევროკავშირის ახალი რეგულაცია ღვინის ქართველი მწარმოებლებისთვის, უმჯობესდება თუ არა ღვინის ხარისხი ქვეყანაში – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი სომელიეთა ასოციაციის თავმჯდონარე შალვა ხეცურიანი იყო.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: