ბიზნესპარტნიორი - პურის ცალკეულ სახეობებზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა I 20.10.2025
პურის ცალკეულ სახეობებზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა – მიზეზად კომპანიების ნაწილში თანამშრომელთა ხელფასების ზრდას, დანადგარების მოვლა-პატრონობაზე გაწეულ ხარჯებსა და წინა წლებთან შედარებით, ფქვილის გაძვირებას ასახელებენ.
გაძვირების მიუხედავად, პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სხვა პროდუქტებთან შედარებით, ქვეყანაში პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს.
იმას, რომ პურის გაძვირება ფქვილზე ფასის მატებამ გამოიწვია, არ ეთანხმებიან „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ბოლო თვენახევარია ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება სტაბილურად 58-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც სოციალური დანიშნულების პროდუქტის ფასზე გავლენას ვერ მოახდენდა.
„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
