ბიზნესპარტნიორი - პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული მაღალი ფინანსური ტვირთი I 25.12.2025
ბიზნესპარტნიორი - პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული მაღალი ფინანსური ტვირთი I 25.12.2025

სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით მთავრობა სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდებს.

პრემიერმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, ევროპაში კი მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია.

ირაკლი კობახიძემ ამავდროულად პარლამენტს მოუწოდა საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს.

მთავრობა აცხადებს, რომ ფასების შემცირების მისაღწევად აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელებთან, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებს.

აქვს თუ არა ადგილი ზემაღალ მოგებას საცალო ქსელების მხრიდან – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი რითეილის ბაზრის ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: