ბიზნესპარტნიორი - პოლიტიკური პროცესების გავლენა ეკონომიკასა და ბიზნესზე I 07.10.2025
„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება, 2026 წელს კი ზრდა 6%-მდე შემცირდება.
რაც შეეხება ინფლაციურ მოლოდინებს, საინვესტიციო ბანკის ვარაუდით, საშუალო წლიური ინფლაცია წელს 4%-თან იქნება მიახლოებული, მომავალ წელს კი 2.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
რისი მანიშნებელია ეს მაკროეკონომიკური პროგნოზები, რა გამოწვევები არსებობს და როგორია მოლოდინები – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი კაპანაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
