ბიზნესპარტნიორი - პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციაზე მუშაობს I 26.11.2025
ბიზნესპარტნიორი - პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციაზე მუშაობს I 26.11.2025

პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციაზე მუშაობს, რომელიც პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების რეალიზაციას შეეხება.

გეგმის თანახმად, პლასტმასის ბოთლებით სასმელის შესყიდვა აიკრძალება როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე სასტუმროებისა და რესტორნებისთვის. ამავდროულად პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები, რომელიც საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭიქების, თეფშების, საწრუპებისა და სხვა მსგავსი პროდუქციის გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს.

რა რეალობა და გამოწვევებია ნარჩენების მართვის თვალსაზრისით და რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციების დაწესება – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი გულიაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: