ბიზნესპარტნიორი – „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი I 10.07.2026
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა – დასრულების ფაზაშია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და უკვე იგეგმება შემდეგი ნაბიჯების გადადგმაც.
ამ პერსპექტივებზე იმსჯელეს ბაქოში გამართულ „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების მინისტერიალზე, სადაც პროექტის განვითარების შემდეგი ეტაპებიც განიხილეს, შეთანხმებულია სამოქმედო გეგმაც და მონაწილე ქვეყნებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს ერთობლივი წერილითაც მიმართეს, სადაც პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
რა ეკონომიკური ეფექტი ექნება პროექტს, რამდენად რეალისტურია ევროპაში ქართული მწვანე ენერგიის ექსპორტი და როგორ ვითარდება ქვეყანაში ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის მიმართულებები – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი მაია მელიქიძე, განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

