ბიზნესპარტნიორი – მეტი კონკურენცია და ახალი არჩევანი ქართულ საბანკო სივრცეში I 13.11.2026
პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სანდო უცხოური ბანკებისთვის საქართველოში შემოსვლას ამარტივებს. თუ აქამდე გამარტივებული წესით სარგებლობა ძირითადად განვითარებული ქვეყნების ბანკებს შეეძლოთ, ახლა გეოგრაფიული პრინციპი მთავარი აღარ იქნება.
ცვლილებების შემდეგ ყურადღება თავად ბანკის სანდოობაზე, მაღალ რეიტინგსა და ფინანსურ მდგომარეობაზე გადავა.
რას შეცვლის მომხმარებლისთვის ახალი უცხოური ბანკების გამოჩენა – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

