ბიზნესპარტნიორი - მაღალრეინტინგულმა ბრიტანულმა გამოცემამ Independent-მა საქართველო 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა I 17.12.2025
მაღალრეინტინგულმა ბრიტანულმა გამოცემამ Independent-მა საქართველო 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა, Independent-ის სიაში საქართველო მალიორკას, აშშ-სა და სამხრეთ კორეასთან ერთად მოხვდა.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თბილისს – მის ისტორიულ ქუჩებს, პარკებსა და გოგირდის აბანოებს, ხოლო დედაქალაქის გარეთ – უძველეს მონასტრებს, მათ შორის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შესულ გელათს.
გამოცემა ხაზს უსვამს ქართულ სამზარეულოსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს, 8000-წლიან ღვინის კულტურას, რაც ქვეყანას მოგზაურებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
როგორი იყო 2025 წელი სამასპინძლო სექტორისთვის – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
