ბიზნესპარტნიორი - კონკურენციის სააგენტომ 2022-2025 წლების ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო I 05.12.2025
ბიზნესპარტნიორი - კონკურენციის სააგენტომ 2022-2025 წლების ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო I 05.12.2025

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ, სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო.

საქმე ეხება კომპანიებს, რომელთა მოვალეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელების ხარისხისა და სათანადო შესრულების მონიტორინგი იყო. მოკვლევის დაწყების საფუძველი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვა გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით, სამინისტროსა და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს.

ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი გიორგი ქედელიძე, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: