ბიზნესპარტნიორი - კომპანიებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვადა იწურება I 23.03.2026
კომპანიებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვადა იწურება, „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა 1 აპრილამდეა სავალდებულო.
კანონი, რომელიც 2022 წლიდან მოქმედებს, კომპანიების რეგისტრაციისა და საქმიანობის ძირითად წესებს არეგულირებს. კომპანიებმა მონაცემები დადგენილ ვადაში უნდა განაახლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეეზღუდებათ ფინანსურ რესურსებსა და ქონებაზე წვდომა.
ამასთან, 20 მარტამდე შეღავათიანი პერიოდი მოქმედებს, როცა მომსახურება ნახევარ ფასადაა ხელმისაწვდომი.
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რომ პროცესი დროულად და სწორად დასრულდეს და რა შედეგები მოყვება ვადის დარღვევას კომპანიებისთვის? – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
