კლიმატური და ბუნებრივი ფაქტორები, ადამიანების უხეში ჩარევა და ტყეზე უკანონო ზეწოლა – ეს იმ საფრთხეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ტყის საფარს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს საინფორმაციო კამპანიას ტყის, ბუნებრივი სიმდიდრის გაფრთხილების შესახებ.
უფრო კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება კამპანია, რამდენად მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლებას ტყის ეკოსისტემის დაცვისთვის, როგორია კანონმდებლობა – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
