ბიზნესპარტნიორი - IT სექტორის შემოსავლები კვლავ ზრდის დინამიკას აჩვენებს I 03.10.2025
IT სექტორის შემოსავლები კვლავ ზრდის დინამიკას აჩვენებს, წლის პირველ ნახევარში სექტორის საგარეო შემოსავალი თითქმის 490 მილიონი დოლარია, რაც წლიურად 55%-იანი ზრდაა.
მაღალია სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტშიც, მზარდია დასაქმებულთა ანაზღაურებაც. ამავდროულად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების EBRD-ისა და ADB-ის ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინები ნაწილობრივ ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში არსებულ მაჩვენებლებს ეფუძნება. –
რით არის განპირობებული სექტორში ასეთი ზრდა და რა წინაპირობაა ზრდის შენარჩუნების თვალსაზრისით – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ICT ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
