ბიზნესპარტნიორი - ირან-ისრაელის დაპირისპირება, რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიო ლიდერთა სურვილი, არ იყოს დაშვებული კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ესკალაცია I 15.04.2024
სამხედრო მოქმედებები, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში შეიყვანოს – ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ირან-ისრაელის ომის შემთხვევაში, ნავთობზე ფასი 150 დოლარამდე გაიზრდება, მსოფლიო ეკონომიკა კი, რეცესიაში შევა.
თურქი ანალიტიკოსები უკვე აცხადებენ, რომ საომარი მოქმედებების შემდგომი გაგრძელება მათი ეკონომიკისთვის სერიოზული უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.
ვიდრე სამხედრო ექსპერტები გაშვებული და ჩამოგდებული დრონების რაოდენობას ითვლიან, ეკონომისტები მსოფლიო მასშტაბით არკვევენ, როგორი იქნება ამ ომის ეკონომიკური ფასი – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: