ბიზნესპარტნიორი – გურჯაანის ღვინის ფესტივალი I 18.09.2026

14:08, 18.09.2026
-0:00

გურჯაანის ღვინის ფესტივალს წელს ტრადიციულად მეღვინეობის ქალაქი უცვლელ ადგილას, ახტალას პარკში უმასპინძლებს.

ფესტივალი წელს საიუბილეო თარიღს, 10-წლიან ისტორიას აღნიშნავს. ის გააერთიანებს სხვადასხვა გემოსა თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელების მწარმოებლებს.

საიუბილეო წელს ღონისძიების მთავარი თემა და გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობაა“ – იდეა, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და დღევანდელ თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს.

რა სანახაობა ელოდებათ სტუმრებს ფესტივალზე, რით იქნება გამორჩეული წლევანდელი საიუბილეო ღონისძიება – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი გურჯაანის ღვინის ფესტივალის ბრენდამბასადორი შოთა ნატროშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი