ბიზნესპარტნიორი - ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეცვალა I 07.05.2026
ბიზნესპარტნიორი - ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეცვალა I 07.05.2026

ბოლო ორ წელში პირველად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეცვალა და მონეტარული პოლიტიკა 0.25 პროცენტული პუნქტით გაამკაცრა. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 8.25 პროცენტი გახდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე საქართველოში 252 ათასზე მეტ მსესხებელს კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება.

მარეგულირებელი გადაწყვეტილებას ინფლაციური რისკების ზრდითა და გლობალური შოკებით ხსნის. ამასთან, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა უკვე აისახა საქართველოზე და აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე დაჩქარდა.

რამდენად სწორია ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება? – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი კაპანაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: