ბიზნესპარტნიორი - დაცულ ტერიტორიებზე კომბინირებული ბილეთების სისტემა ამოქმედდა I 07.04.2026
დაცულ ტერიტორიებზე კომბინირებული ბილეთების სისტემა ამოქმედდა, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ერთიანი ბილეთით რამდენიმე ტურისტულ ობიექტს ესტუმრონ.
ინიციატივის მიზანია როგორც ფინანსური ხარჯების შემცირება, ისე ეკოტურისტული მარშრუტების უფრო მარტივად და მოქნილად დაგეგმვა.
სისტემა აერთიანებს პოპულარულ ბუნების ძეგლებს და ტურისტულ ლოკაციებს, რაც ვიზიტორთა ნაკადსაც უფრო ეფექტიანად ანაწილებს.
რა გახდა ამ სისტემის დანერგვის მთავარი მიზანი და როგორ მუშაობს პრაქტიკაში?
რამდენად უწყობს „კომბო“ ბილეთები ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას? – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
