ბიზნესპარტნიორი - ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ I 23.04.2026
ბიზნესპარტნიორი - ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ I 23.04.2026

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების მიხედვით, ყველა მევენახეს, ვისაც ვენახი უკვე გაშენებული აქვს და კადასტრში არ არის რეგისტრირებული, რეგისტრაციისთვის 1 მაისამდე აქვს ვადა.

ცვლილებების თანახმად, 1 მაისის შემდეგ კომერციული ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქციის რეალიზაცია შეიზღუდება.

რეგულაცია მიზნად ისახავს ვენახების წესრიგში მოყვანას და ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორია დღეს ვენახების კადასტრში რეგისტრაციის მსურველთა აქტიურობა და რამდენად მზად არიან მევენახეები ახალი რეგულაციების ამოქმედებისთვის? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: