ბიზნესპარტნიორი - ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპზე არ არსებობს I 19.12.2025
ბიზნესპარტნიორი - ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპზე არ არსებობს I 19.12.2025

ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს – ეს განცხადება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ეკუთვნის. თუმცა, მიმდინარე წლის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უნდა გადათვალოს.

ბოლო 2 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები 3 თეთრით იყო შემცირებული – საბოლოო გადაწყვეტილებას სამომხმარებლო ტარიფებზე მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე მიიღებს.

როგორ ფორმირდება ტარიფები, რას უნდა ველოდოთ 29 დეკემბრისთვის და რამდენად არის დაცული მომხმარებლის ინტერესი – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: