ბიზნესპარტნიორი – ბიზნეს სესხები I 30.10.2026
საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა ბიზნესისთვის სესხის აღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორებია. თუმცა, სესხის რომელ ვალუტაში აღებაა უფრო მომგებიანი, მხოლოდ საპროცენტო განაკვეთით ან კურსის მოკლევადიანი ცვლილებით არ განისაზღვრება.
მნიშვნელოვანია, რა ვალუტაში იღებს ფიზიკური პირი თუ კომპანია შემოსავალს და როგორ შეიძლება კურსის ცვლილებამ მის ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედოს.
ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძრავი ქონების სექტორში, სადაც გასათვალისწინებელია, რამდენად ემთხვევა ბინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებისა და აღებული სესხის ვალუტა.
როგორ უნდა შეარჩიოს ბიზნესმა სესხის ვალუტა და რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს სავალუტო რისკების შესამცირებლად?
რამდენად ეფექტიანია სხვადასხვა ვალუტაში ვალდებულებების განაწილება და როგორ აისახება ლარის კურსის ცვლილება უძრავი ქონების ფასებზე? – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

