ბიზნესპარტნიორი - „ბაზისბანკმა“ „ლიბერთი ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებული გარიგება დაასრულა და „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა I 17.04.2026
„ბაზისბანკის“ ცნობით, ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ბაზარზე.
მათივე განმარტებით, ამ გარიგებით ძლიერდება კონკურენცია, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე.
რას ცვლის ეს გარიგება საქართველოს საბანკო ბაზარზე, გაძლიერდება თუ არა ბანკებს შორის კონკურენცია და იმოქმედებს თუ არა ეს მომხმარებლებისთვის გაკეთებულ შეთავაზებებზე – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
