ბიზნესპარტნიორი - ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა ვითარებამ გლობალურ ავიამიმოსვლაზე პირდაპირი გავლენა იქონია I 04.03.2026
ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა ვითარებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა გლობალურ ავიამიმოსვლაზე, რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, საერთაშორისო რეისები კი გაუქმებულია ან შეცვლილი მარშრუტით სრულდება.
ამ ფონზე ყოველდღიურად იცვლება ტურისტული კომპანიების გეგმები, მგზავრების ნაწილი ქალაქებშია ჩარჩენილი, ნაწილი კი ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს.
როგორ აისახა არსებული ვითარება ქართულ ტურისტულ ბაზარზე, რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი და როგორ რეაგირებს სექტორი სწრაფად ცვალებად გარემოზე, – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელი გიორგი მელიქიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
