არტნიუსი - თენგიზ მირზაშვილის აქამდე უცნობი ნამუშევრების გამოფენა/ზურაბ ქარუმიძის ახალი წიგნი/ჯაზმომღერალ გიული ჩოხელის წიგნის პრეზანტაცია
არტნიუსი - თენგიზ მირზაშვილის აქამდე უცნობი ნამუშევრების გამოფენა/ზურაბ ქარუმიძის ახალი წიგნი/ჯაზმომღერალ გიული ჩოხელის წიგნის პრეზანტაცია

გალერეაში  ,,ვერნისაჟი“ თენგიზ მირზაშვილის აქამდე უცნობი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „პოლიტიკური პლაკატები“. მხატვარზე საუბრობს ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე (რადიოს ოქროს ფონდში დაცული მასალა);
ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე „ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების“ მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
ჯაზმომღერალ გიული ჩოხელის წიგნის პრეზანტაცია. გიული ჩოხელის ჩართვა;
ზურაბ ქარუმიძის ახალი წიგნი „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“. მწერლის ჩანაწერი;
2017 წლის საუკეთესო გერმანულენოვანი რომანის – რობერტ მენასეს ,,დედაქალაქის” მაია ფანჯიკისეული თარგმანი. მაია ფანჯიკიძის ჩართვა;
საჯარო ლექცია „ოციანი წლების საბჭოთა მუსიკალური ავანგარდი“. სატელეფონო ჩართვა: კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი;
გამომცემლობა „აგორა“ აცხადებს კონკურსს –  გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის მისაღებად. სატელეფონო ჩართვა: გამომცემლობის დირექტორი მარინა ბალავაძე.