არტნიუსი – იოსებ იმედაშვილის წიგნის, „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ პირველი ტომის წარდგენა

15:55, 26.03.2019
-0:00
  • იოსებ იმედაშვილის წიგნის, „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ პირველი ტომის წარდგენა. სატელეფონო ჩართვა: კობა იმედაშვილი – პუბლიცისტი;
  • პროფესიული მუსიკის განვითარების ეტაპებს 1921-1991 წლებში მიეძღვნება საჯარო ლექციების ციკლი, რომელზეც ისაუბრებს ნინო სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი.
  • თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში ლექციათა ახალი ციკლის, „ქართული პროფესიული მუსიკა – ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე“ საჯარო ლექციის პირველი ნაწილი – ,, ქართული მუსიკა სტალინის გარდაცვალებამდე“ გაიმართება. სატელეფონო ჩართვა: ნანა შარიქაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
  • დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის, ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრების გამოფენა „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” გაიმართება. ჩართვა: გია ბუღაძე -მხატვარი;
  • ტალინის მიკკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა „ფიროსმანი – მარტოხელა გენიოსის სამყარო“ გაიხსნა.
  • 27- 29 მარტს ტოკიოში სამოსისა და აქსესუარების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა იმართება. საუბრობს დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე;
  • რეჟისორი სალომე კალანდია ბრიტანელ რეჟისორ პიტერ ვებერთან ერთად „ნეტფლიქსისთვის“ სერიალს იღებს. ჩართვა: სალომე კალანდია – რეჟისორი; 
  • 27 მარტს, ცოცხალი წიგნები – საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა მწერალ ცირა ბარბაქაძესთან. პროექტზე საუბრობს ცირა ბარბაქაძე – მწერალი.
  •   

მსგავსი