არტნიუსი - დავით აღმაშენებლის უნიკალური, ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა საქართველოშია
არტნიუსი - დავით აღმაშენებლის უნიკალური, ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა საქართველოშია
  • დავით აღმაშენებლის უნიკალური, ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა საქართველოშია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის ჩანაწერი;
  • დათია ბადალაშვილის სადებიუტო წიგნის – „ფიჭვები შორს იყო“ წარდგენა;
  • „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“– ჯონ ბოინის პოპულარული წიგნი მეორე მსოფლიო ომის დროს ორი პატარა ბიჭის სულისშემძვრელ მეგობრობაზე. წიგნს გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ბაკურიძე წარადგენს;
  • ბათუმი სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea -ის მასპინძელია. ფესტივალის პროგრამაზე საუბრობს თამარ ცინცაძე – Ad black sea რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი;
  • მოძრაობის თეატრში სეზონი გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, იოსებ ბაკურაძის სატელეფონო ჩათვა;
  • ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი ტაიკა ვაიტიტის ფილმი „კურდღელი ჯოჯო“ გახდა.