არტნიუსი – ავსტრიელი მწერალი რობერტ მენასე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა

14:40, 24.05.2019
-0:00

ავსტრიელი მწერალი რობერტ მენასე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა. რობერტ მენასეს 2017 წლის საუკეთესო გერმანულენოვან რომანზე  „დედაქალაქი“ საუბრობს მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე;
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანი – „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“;
მელანია მაცუკო ეწვია თბილისში თავისი რომანის ვიტას პრეზენტაციას დაესწრო;
„წერილები წარსულიდან“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ გამოცემულ წიგნში ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონის, მიხეილ ჯავახიშვილის, მერაბ კოსტავას, ზაქარია ფალიაშვილის, კალისტრატე ცინცაძის, ვახტანგ ჭაბუკიანის და სხვათა პირადი წერილებია;
ბექა ადამაშვილს წიგნმა, სათაურით „ამ რომანში ყველა კვდება“, ევროპის ლიტერატურული პრიზი მოაპოვებინა;
ხანგრძლივი ძიების შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიამ უნიკალური ქართული ხელნაწერების ასლები მოიპოვა;

  

მსგავსი