#არტნიუსი - 22 იანვარი
#არტნიუსი - 22 იანვარი

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა იხსნება.სატელეფონო ჩართვა: ეკა კიკნაძე – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერიის მმართველი;

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გამარჯვებული წიგნების – გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონებისა“ და ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“

პრეზენტაცია. მწერალების თამრი ფხაკაძისა და ივანე ამირხანაშვილის სატელეფონო ჩართვა;

ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი“ წელს მეხუთედ ჩატარდება;

დავით მაღრაძის წიგნის – „უსადაურიო“პრეზენტაცია.

შვედი მუსიკოსი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისში კიდევ ერთხელ იმღერებს;

ქართული გასტრონომია ყველაზე მასშტაბურ კულინარიულ გამოფენა „Sirha 2019”-ზე. გასტრონომიული გუნდის ხელმძღვანელის ლევან ქოქიაშვილის ჩანაწერი; 

ბერლინალეს პროგრამაში ქართული ანიმაციური ფილმი „ომის იავნანა“ მოხვდა;პირველი ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ ახალი ჯილდოს მფლობელია. 

„მუდამ ერთად“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ანკა ვისდეის პიესის მიხედვით, რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა თავისუფალ თეატრში დადგა. რეჟისორ იოანე ხუციშვილის ჩანაწერი.