ახალი წელი სამშობლოსთან ერთად

რადიო პირველი არხი – ემიგრანტებთან შეხვედრის ადგილია და არაერთი ასეთი შეხვედრის თანაზიარნი ვხდებით ჩვენს რადიომსმენელებთან ერთად.

ახალ წელსაც ახალი წარმატებებით გვინდა შეხვდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რომელთა შრომა და საქმიანობა სამშობლოს უკავშირდება.

გადაცემაში მონაწილეობენ ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგი, კონცერტმაისტერი გიორგი ბაბუაძე, იტალიაში მცხოვრები მარინა ჭუმბურიძე, რომელმაც დოკუმენტური მოთხრობები უძღვნა ემიგრანტ ქალებს, შვედეთში მცხოვრები ჭანტურიების ოჯახი.

ავტორი: ნანა ლომიძე; წამყვანი: ია მახარაძე.

დატოვე კომენტარი