ახალი წელი გზაშია და დრო ჯერ კიდევ გაქვთ!
ჩვენთან ერთად შეიჭყიტეთ ექიმ ლევან ბახტაძის ოჯახის ფანჯარაში – აქაც ახალ წელს ელოდებიან მისი მაყვალივით მეუღლე მაყვალა და მათი ძველი, დროით გამოცდილი მეგობრები. სიმღერასაც ამბობენ, ლექსაც იტყვიან, როიალსაც ააჟღერებენ, შაირსაც დააყოლებენ და ისე შეხვდებიან 2018-ს, როგორც ეს მათ თაობას სჩვევია.