ახალი წელი ემიგრაციაში
ახალი წელი ემიგრაციაში

უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია. ყველას კიდევ ერთხელ ვულოცავთ ახალ წელს, წარმატებებსა და სურვილების შესრულებას გისურვებთ ამ წელს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სურვილების ნახევარზე მეტი ალბათ, ქართულ ემიგრაციას უკავშირდება. ბევრ თქვენგანს ახალ წელს უცხოეთიდან მოგილოცავენ ოჯახის წევრები, ეს დღევანდელობის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ჩვენც მათ დავუკავშირდით.
სკაიპით ჩაგვერთვებიან: პარიზიდან – ოთარ პატარიძე, ელისე პატარიძის ვაჟიშვილი, რომელიც იყო ედპ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილიასეული „ივერიის“ რედაქტორი და გამომცემელი პარიზში. ბატონი ოთარი პარიზში დაიბადა, იქა აქვს ოჯახი – ჰყავს ფრანგი მეუღლე ორი ვაჯი და შვილიშვილები, საბერძნეთიდან, ელგუჯა ციგროშვილი – ქალაქ სალონიკის, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართული სკოლის დამფუძნებელი; ათენიდან , ნინო ებრაელიძ – მუსიკოსი, ცნობილი ანსამბლ „დიელო“-ს მომღერლის ქალიშვილი, შვედეთიდან, ლელა კუხიანიძე – შვედეთში ილია ჭავჭავაძის სახელობის სათვისტომოსა დადა ანსამბლ „ნერგების“ დამფუძნებელი