აკაკი წერეთელი – გაზეთი “კვალი” [გადაცემა VI]
გათენდა, დიდი ხუთშაბათი ზარის რეკვამ აუწყა ქუთაისელებს მღვდელმთავარი ბრძანდება დღეს მწირველიო, დიდი და პატარიანა ყველა მიეშურებოდა გორაკისაკენ, საიდანაც ბაგრატის ტაძრის ნაშთები მწუხრად გადაჰყურებენ არემარეს, მის გვერდით მერცხლის ბუდესავით მიდგმული და უგემურად აგებული ახალი საყდარი მლოცველებით აივსო ტევა, რომ არსად იყო გლავანიც ხალხით გაიჭედა და ზარების დაღშირებულმა რეკვამ სადგურიდან გამოიწვია მღვდელმთავარი.