4 თებერვლის იგს BOX-ი მოზარდებისათვის

22:50, 04.02.2018
-0:00

ნინი ბიჩინაშვილის ინტერვიუს FPSPI თბილისისა და ორგანიზაცია Helping Hand-ის მიერ ორგანიზებული კრეატიული და კრიტიკული აზროვნების სასკოლო ოლიმპიადის მონაწილე გუნდის წევრებთან, ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებთან, საბა საბაშვილთან, დავით ჩანქსელიანთან, სანდრო მესტიაშვილთან და პროექტების კოორდინატორთან, ტრენერთან ანა ჩოხელთან;
ნინი დავითაძის “სანიშნეს”, რომელშიც ის გიამბობთ ზოგჯერ სახელმწიფო დროშაზე გამოსახული, ზოგჯერ ოფიციალური ეროვნული სიმბოლოს სტატუსის მქონე, ზოგჯერ კი ქვეყნებს შორის ურყევი მეგობრობის ნიშნად ნაჩუქარი და ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ქცეული მცენარისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციული დღესასწაულის შესახებ.
Flashback-ით მათე გულუასთან ერთად ახლოაღმოსავლურ, არც თუ ისე შორეული წარსულის კონფლიქტს გადაავლებთ თვალს;
ჰიტ პოინტის წამყვანი მარიამ მდივნიშვილი ერთი ცნობილი ჰიტისა და მისი შემსრულებლის შესახებ მოგიყვებათ;
გადაცემის წამყვანი – მარიამ ყანდინაშვილი.

 

მსგავსი