28 იანვრის იგს BOX-ი მოზარდებისათვის
გადაცემის წამყვანები ქრისტინე ჩხიკვაძე და მარიამ ხომასურიძე თანაგუნდელების მიერ თანატოლებისთვის მომზადებულ მრავალფეროვან მასალებს წარმოგიდგენენ:
FM ბლოგერში მარიამ ყანდინაშვილი იმ ასოციაციებზე გიამბობთ, რომლებსაც ზღვა აღძრავს;
ნინი ბიჩინაშვილის “სანიშნე” იუბილარი ქართული უნივერსიტეტის, ასევე მსოფლიოს ცნობილი და პრესტიჟული უნივერსიტეტების შესახებ მოგითხრობთ;
Flashback-ით მათე გულუასთან ერთად საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ დრამატულ ეპიზოდს გადაავლებთ თვალს;
ჰიტ პოინტში მარიამ მდივნიშვილი დიდი ხნის წინ შექმნილ და დღემდე ძალიან პოპულარულ მუსიკას მოგასმენინებთ და მისი ავტორის შესახებ გიამბობთ.