ქალი ემიგრაციაში
ქალი ემიგრაციაში

ცხოვრება ემიგრაციაში და მის მიღმა, ემიგრანტი ქალები მოწინავე პოზიციებზე – მათი წარმატების ისტორიებს გაცნობთ ჩვენს გადაცემებში. გადაცემის სტუმარი, ქალბატონი ქეთევან სირბილაძე-ვალსამი წლების წინ წავიდა ემიგრაციაში, ისე როგორც ბევრი ჩვენი თანამემამულე; წარმატებული მხატვარია და ქალაქ პატრაში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელია. ქეთევან სირბილაძე – ვალსამი საბერძნეთის მოქალაქეა, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და დიდ ქველმოქმედებას ეწევა როგორც ადგილზე ემიგრანტებისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
გადაცემის სტუმარები : საბერძნეთში მოღვაწე წარმატებული ქალბატონი ქეთევან სირბილაძე -ვალსამი და ნინო ბაჯელიძე.

სატელეფონო ჩართვა –  დიანა ციხისთავი -ესპანეთში ქართული დიასპორის დამფუძნებელი .