გადაცემაში საუბარია ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ მე-15 ნომრისა და დოკუმენტური ფილმის “9 მარტი”დეტალებზე. მასალებში აღწერილია 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ამსახველი ოფიციალური ქრონიკა – თვითმხილველთა მოგონებები, საიდუმლო შიფრ-ტელეგრამები, რომლებიც იმ დროს მოსკოვში იგზავნებოდა, ასევე, 9 მარტის შემდგომი რეპრესიების ამსახველი მასალები, საქართველოს უშიშროების კომიტეტის (სუკ) მიერ 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებში აქტიური მონაწილეობისთვის დაპატიმრებული მე-11 კლასელი კონსტანტინე ციციშვილის სისხლის სამართლის საქმე, დაჭრილებისა და გარდაცვლილების სიები და სხვა…
სტუმრები: გიორგი მეცხოვრიშვილი – შშს-ს არქივის I განყოფილების უფროსი, ვანო ჯახუა – შშს-ს არქივის II განყოფილების უფროსი.
წამყვანები: ნინო დათუკიშვილი და ეკა ტალახაძე.