15 აპრილის იგს BOX-ი მოზარდებისათვის
15 აპრილის იგს BOX-ი მოზარდებისათვის

გადაცემის წამყვანთან, ქრისტინე სამხარაძესთან ერთად
გთავაზობთ: მარიამ ყანდინაშვილი FM ბლოგერში მოგიყვებათ, კუდიანებზე ნადირობის რეალურ და სასტიკ ამბავს, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის, თეატრისა და კინოს არაერთ ცნობილ, ან ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებს დაედო საფუძვლად. 
თეკო შავარდენიძე “სანიშნე”-ში გიამბობთ როგორ იქცა ქიმიური სასუქების მწარმოებელი ქარხნის მეპატრონის ვაჟი მოდის ინდუსტრიის კერპად, რომელმაც მსოფლიოს ქალის ელეგანტურობისა და მომხიბლაობის ახალი ხედვა აჩუქა.
Flashback-ით მათე გულუასთან ერთად გადაავლებთ თვალს დღევანდელი ტყიბულის მახლობლად 260 წლის წინ მომხდარ ბრძოლას, რომელშიც ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთის მოწინააღმდეგე ბანაკებში აღმოჩნდნენ.
ჰიტ პოინტში მარიამ ცოტნიაშვილი დროის ჰიტებს მოგასმენინებთ და მათი შემსრულებლების შესახებ გიამბობთ.