13 თებერვალი იუნესკომ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა, რადგან 1946 წლის სწორედ ამ დღეს გაეროს რადიო შეიქმნა. საზოგადოებრივი მაუწყებელი უერთდება რადიოს მსოფლიო დღეს და მთელი დღის განმავლობაში მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს წლევანდელ თემას – სპორტს. სპორტი და რადიო – ის, რაც გვაერთიანებს!
გადაცემის სტუმრები: თემურ ჯანჯღავა – საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი; მაია ლომინეიშვილი – საჭადრაკო კლუბ “ოლიმპიური ჩემპიონის” პრეზიდენტი.
სატელეფონო ჩართვა: ლევან ოქროპირიძე – საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
გადაცემის წამყვანები: ელენე ბილიხოძე, სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.