კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

“მე ქალაქ პიტსბურგის წარმომადგენლად ამირჩიეს და არა პარიზის“ – ამგვარად დააანონსა აშშ-ის პრეზიდენტმა დონადლ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხების დატოვება ივნისის დასაწყისში. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ამ შეთანხმების დატოვება და ზოგადად, მისი კრიტიკა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი იყო. პარიზის შეთანხმების დატოვება ტრამპის ეკონომიკური პროტექციონიზმის იდეის ქვეშაც ერთიანდება, რადგან პრეზიდენტის აზრით, შეთანხმება ამერიკულ ბიზნესსა და დასაქმებულებს არასამართლიან სტანდარტებს უწესებს. ამის გამო, მან შეთანხმება ‘დრაკონულადაც’ კი მოიხსენია.

ტრამპის გადაწყვეტილებას საყოველთაო კრიტიკა მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო დონეზე. აშშ-ის ზოგიერთი შტატის და ქალაქის ხელმძღვანელმა შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელება გადაწყვიტა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სურვილი რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამაც გამოთქვა. ტრამპის ამ ნაბიჯის მიმართ დიდი იმედგაცრუება გამოხატეს ევროპელმა ლიდერებმაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკელი მეცნიერები საფრანგეთში სამუშაოდად კი მიიწვია. სწორედ, პარიზის შეთანხმება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი რის გარშემოც დონალდ ტრამპთან ვერ შეთანხმდნენ როგორც ‘დიდი შვიდეულის’, ასევე ‘დიდი ოცეულის’ სამიტზე და ის დღემდე მხარეებს შორის განხეთქილების საგანია.

 

პარიზის კლიმატის შეთანხმება

2015 წლის დეკემბერში გაეროს წევრი 195 ქვეყანა პარიზის კლიმატის კონფერენციაზე (COP21)უნივერსალურ, სამართლებრივად სავალდებულო კლიმატის შეთანხმება მიიღეს, რომელიც ძალაში ერთიწლის შემდგომ 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა. დოკუმენტის რატიფიცირება 147 ქვეყანამ უკვე მოახდინა. პარიზის შეთანხმების გაფორმება მონაწილე მხარეებისგან გლობალური დათბობის ადამიანისგანხელოვნურად გამოწვევის აღიარებაა.

პარიზის კლიმატის შეთანხმების მთავარი მიზანი გლობალური კლიმატის ცვლილების დარეგულირება დაპლანეტის საშუალო წლიური ტემპერატურის 2°C-ზე დაბლა შენარჩუნებაა. მიზნის მიღწევისათვისქვეყნებისთვის მთავარი ამოცანა კარბონის დიოქსიდის გამოყოფის შემცირებაა. ამასთანავე, მთავრობებმა აიღეს ვალდებულება, რომ გრძელვადიან პერიოდში საშუალო ტემპერატურა 1.5°C-ზედაიყვანონ.

კონფერენციის განმავლობაში და მის შემდეგ მონაწილე ქვეყნებმა საკუთარი ეროვნული კლიმატისცვლილების გეგმები წარადგინეს (INDCs), რომლის მიხედვთაც მათ საკუთარ თავს განუსაზღვრესტემპერატურის კონკრეტული ნიშნულის შენარჩუნების ან დაკლების მიზანი და ამ მიზნის მიღწევის დრო. ამ გეგმების განხორციელების და ურთიერთანგარიშვალდებულების მიზნით მხარეები ყოველ ხუთწელიწადში შეიკრიბებიან. მაგრამ არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც მონაწილე ქვეყნებს ამგეგმების შესრულებას დაავალდებულებს.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ საზოგადოებების ამ მიზნების მიღწევისშესაძლებლობები და დაეხმარნონ განვითარებად ქვეყნებს მათი ეროვნული გეგმების ეფექტურადშესრულებაში. ამისთვის განვითარებული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2020 წლისთვის 100 მილიონდოლარამდე ფინანსებს მოიძიებენ.

მსოფლიოში ჰაერის ყველაზე მსხვილი დამაბინძურებლები ჩინეთი და აშშ არიან. ატმოსფეროს კარბონისდიოქსიდით ყოველწლიური დაბინძურების 20% ჩინეთის ინდუსტრიაზე მოდის, ხოლო აშშ-ზე 18%. ევროპის კავშირის საერთო მაჩვენებლი კი მხოლოდ 13.3%-ია. ჩინეთი პარიზის შეთანხმების ერთგულირჩება. იგი მისი ეროვნული კლიმატის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის კარბონის დიოქსიდისგამოყოფას 60-65%-მდე დაყვანას შეეცდება. შეთანხმებას ეფექტურად ასრულებს ევროპულიგაერთიანებაც. ჯერ კიდევ 2014 წლისთვის მისი ინდუსტრიის მიერ კარბონის დიოქსიდის გამოყოფა 1990-იან წლებთან შედარებით 22%-ით შემცირდა. გეგმის მიხედვით, მან 2020 წლისთვის დაბინძურება კიდევ20%-ით, ხოლო 2030 წლამდე 40%-ით უნდა შეამციროს.

პარიზის შეთანხმება კლიმატის სტაბილიზაციის მიზნის მიღწევისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება არ არის, მისი არასავალდებულოების გამო, მაგრამ იგი პოლიტიკურად მდგრადი ინსტრუმენტია, რომლითაც კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად გლობალური ქმედებების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

 

კლიმატის ცვლილების გარდაუვალი შედეგები

მე-19 საუკუნის მიწურულიდან მსოფლიომ ქვანახშირის და ნავთობის მსხვილი მასშტაბებით  გამოყენება დაიწყო, როგორც საბინაო მოხმარებისთვის, ასევე ინდუსტრიული განვითარებისა და ტრანსპორტისთვის. წიაღისეული საწვავის წვის ინტენსივობამ დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვია. კლიმატის ცვლილებაზე სამთავრობოთაშორისი პანელის (IPCC) კვლევის მიხედვით, მე-20 საუკუნეში პლანეტის საშუალო ტემპერატურამ 0.6 გრადუსით მოიმატა. ერთი შეხედვით, ეს ციფრი უმნიშვნელოა, მაგრამ ტემპერატურის დაახლოებით ნახევარი გრადუსით მომატებამ ზღვის დონის 15 სმ-ით გაზრდა გამოიწვია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 21-ე საუკუნეში ზღვის დონე დაახლოებით 60 სმ-ით მოიმატებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ზღვისპირა დასახლებებს, ჭაობიან ადგილებს და მარჯნის რიფებს.

ბოლო საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს თითქმის ყველა მთათა სისტემაში ყინულის საფარმა დაიკლო. აღნიშნული ტენდენცია, როგორც არქტიკის ყინულს, ასევე გრენლანდიისასაც შეეხება.არქტიკის ყინული ბოლო სამ ათწლეულში 1.7 მილიონი კვ.კმ-ით შემცირდა. მსგავსი პროცესები მიდის ანტარქტიკაზეც. რამდენიმე კვირის წინ მატერიკს უპრეცედენტო ზომის – 3600 კვ.კმ – ყინულის მასამოწყდა, რაც ტრილიონ ტონას უთანაბრდება.

ოკეანეების წყლის ზედაპირის ტემპერატურის მატებამ ბოლო რამდენიმე ათწეულში მარჯნის რიფების მეოთხედის გაქრობა გამოიწვია, მასთან ერთად კი აქ მცხოვრები ზღვის ფაუნის ნაწილისაც. ზღვებთან ერთად მნიშვნელოვნად მოიმატა ტბების წყლის ტემპერატურამაც. ამან ტბებში წყალმცენარეების და ინვაზიური სახეობების ზრდას შეუწყო ხელი, რამაც საკუთრივ ტბის ფაუნის ცვლილება გამოიწვია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად დაიკლო ტბების დონემაც. ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგანან ისეთი მნიშვნელოვანი ტბები არიან, როგორიცაა, არალის ზღვა ცენტრალურ აზიაში, ურმიას ტბა ირანში, ჩადის ტბა, პოოპოს ტბა ბოლივიაში და ა.შ.

ზოგადად, არსებული ტენდენციით, დედამიწის ეკოსისტემა შეიცვლება, რაც წლის ზოგიერთი პერიოდის გაზრდას და ზოგის შემოკლებას გამოიწვევს. საფრთხე დაემუქრება გადაშენების პირას მყოფი სახეობების არსებობასაც, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად მარჯნის რიფებსა და არქტიკის ფაუნას. მეტი კარბონის დიოქსიდის წყალთან შერევა ზღვებისა და ტბების წყალს უფრო მჟავიანს გახდის და სწორედ ეს გახდება წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის ყველაზე დიდი საფრთხე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბოლო ათწლეულებში მომატებული და გაძლიერებული გრიგალებისმიზეზიც გლობალური დათბობაა. ისინი გრიგალების ინტენსივობის გახშირებასაც პროგნოზირებენ.

ზღვებში წყლის დონის მომატება მომავალში მეტ აორთქლებას და საზღვაო რეგიონებში უხვი ნალექის გახშირებას გამოიწვევს, რასაც მასიური წყალდიდობები და მეწყრები მოჰყვება. არასაზღვაო რეგიონებში კი ტემპერატურის მომატება გვალვების სიხშირეს გაზრდის. გვალვების რაოდენობისა და ხანგრძლივობის გაზრდა საკუთრივ, მარცვლეული და სხვა კულტურების მოყვანას გაართულებს და მათ რაოდენობას შეამცირებს, რაც მთელ რიგ საკვებ პროდუქტებზე გარდაუვალ დეფიციტს გამოიწვევს.

მოიმატებს სითბური ტალღების რაოდენობაც, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. ყვავილობის სეზონის გახანგრძლივება გაზრდის ალერგიული დაავადებების ალბათობასაც. ამასთან ერთად, წყალდიდობები და მაღალი ნალექიანობა დაავადებების გადამტანი მწერების რაოდენობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

კლიმატის გლობალური ცვლილება ბუნებრივია, მთელ რიგ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან გადაკვეთაში მოდის, რომელიც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გადაიზრდება.

გახშირებული წყალდიდობებისა და გვალვების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება საკვები პროდუქციის წარმოება, მეცხოველეობა, თევზჭერა და ა.შ. ამგვარი სცენარის შემთხვევაში, სახელმწიფოებს დამატებითი, მნიშვნელოვანი სახსრების მოძიება და გაღება მოუწევთ, რადგან პროდუქციაზე ფასები მოიმატებს; სხვადასხვა რეგიონებში კი, შესაძლოა სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებიც კი გამოიწვიოს. ამასთან ერთად, გლობალურ ბაზარზე სოფლის მეურნეობაში მოღვაწე მცირე მეწარმეების რაოდენობა შემცირდება, რადგან მათი პროდუქციის ოდენობა მნიშვნელოვნად დაიკლებს და ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან კონკურენციაში, რომელთა მიერაც კრიზისებთან გამკლავება უფრო შესაძლებელია, მათ წარმოებას აზრი დაეკარგება.

განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განვითარებად ქვეყნებს გაცილებით ნაკლები რესურსი და შესაძლებლობა ექნებათ ამგავრ მასშტაბურ გამოწვევებზე ეფექტური პასუხის გაცემისა და დანაკლისების აღმოფხვრისათვის. მათ არც ინფრასტრუქტურული, არც ტექნოლოგიური და არც ფინანსური კონდინციები ამისათვის ხელს არ უწყობს. კიდევ უფრო გაიზრდება სხვაობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეული ფინანსური და ტექნოლოგიური დახმარება საკმარისზე გაცილებით ნაკლებია.

კლიმატის ცვლილება საზოგადოების სტრატიფიკაციაზეც აისახება. ტემპერატურის მატება საზოგადოების ღარიბ ფენას უფრო დააზარალებს, ვიდრე მდიდარს. გარდა საკვებ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გართულებისა, მათ არ აქვთ შესაბამისი საშუალებები, რითაც თავიდან აირიდებენ სიცხისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ამ შემთხვევაში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები კვლავ ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები იქნებიან. გახშირებული ალერგიული, უხარისხო საკვებით გამოწვეული, ბაქტერიული და პარაზიტი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდება სახელმწიფოებისთვის. მათ ჯანდაცვის სფეროზე ხარჯების გაზრდა მოუწევთ.

კლიმატის ცვლილების შედეგად, ერთ-ერთი წამყვანი პრობლემა ზღვისპირა და წყალმწირი დასახლებები გახდება, რომელთა მცხოვრებლებსაც დიდი ალბათობით, ტერიტორიის დატოვება და სხვაგან გადასახლება მოუწევთ. ამ კუთხით, ყველაზე მოწყვლადი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოებიიქნებიან. მაგალითისთვის, კუნძულ ფიჯიზე ერთ-ერთ სოფელს ზღვის ნაპირიდან 1 კმ-ით უკან მოუწია გადაწევა. მსგავსი ბედი კუნძულზე 34 სხვა სოფელსაც ელის. კრიტიკულია სიტუაცია კუნძულ კირიბატიზე, რომელიც ზღვის დონის მატების გამო საცხოვრებლად მალე უვარგისი გახდება. კუნძულის მთავრობამ ფიჯიზე მიწა უკვე შეისყიდა, რათა კუნძულის მოსახლეობა ემიგრირდეს.

 

დასკვნის მაგიერ

პარიზის კლიმატის შეთანხმება თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი წამყვანი მონაპოვარია, რომელმაც მსოფლიოს მდგრად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. აშშ-ის მიერ ხელშეკრულების დატოვება ან სხვა ქვეყნების მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა მომავალში მაღალი ალბათობით, კრიტიკულ სიტუაციებს შექმნის – კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცესი გახდება და გლობალურ კატაკლიზმებს გამოიწვევს. მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება და კრიზისების მართვა კი სახელმწიფოების ხელისუფლებებს უფრო და უფრო გაუჭირდებათ. კლიმატის ცვლილება დღეს მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემა აღარ არის, ის უკვე პოლიტიკური საკითხია, რომელზეც პასუხიმგებლობა მმართველმა ელიტებმა უნდა აიღონ, რათა ეკოლოგიური კატასტროფების დამანგრეველი სოციალური შედეგების პრევენცია დროულად მოახდინონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას