საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ

1989 წლის შემდეგ, პოსტკომუნისტურ სივრცეში პოლიტიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი დასავლური კონსტიტუციონალიზმის ტრადიციების გაზიარებას დაეფუძნა. შესაბამისად, შეიცვალა საარჩევნო სისტემაც, რა დროსაც ძირითადი აქცენტები კეთდებოდა დასავლური პრაქტიკის სხვადასხვა გამოცდილებათა გადმოტანაზე კონსტიტუციურ და პოლიტიკურ სისტემაში. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩამოყალიბდა „შერეული“ საარჩევნო სისტემა, რომელიც გულისხმობდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის შერწყმას.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უქმდება და რჩება მხოლოდ პროპორციული სისტემა. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას უკავშირებს ერთგვარ კომპრომისს ოპოზიციასთან, რომელიც დიდი ხანია მოითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ასევე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით უქმდება საარჩევნო ბლოკები, რასაც ხელისუფლება უკავშირებს პარტიული სისტემის განვითარებას და სრულყოფას. ქვემოთ მოკლედ არის მიმოხილული მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების არსი.

პროპორციული საარჩევნო სისტემა

ზოგადად, ცნობილია რომ საარჩევნო სისტემები გავლენას ახდენს პოლიტიკაზე და პირიქით, მაგალითად, პარტიული სისტემები განსაზღვრავენ საარჩევნო კანონმდებლობას.[1] კერძოდ, პროპორციული სისტემის ფორმირება მეტწილად დამახასიათებელია და მორგებულია მრავალპარტიული სისტემებისათვის. უმთავრესი არგუმენტი კი რაც აძლიერებს პროპორციული სისტემის უპირატესობას მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ ასეთი ფორმულის პირობებშია შესაძლებელი რაც შეიძლება მეტი პარტია იქნას წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც თავის მხრივ აყალიბებს პოლიტიკურ პლურალიზმს და მეტნაკლებად ყველა სოციალური ფენის რეპრეზენტაციის მექანიზმს პარლამენტში.

რასაკვირველია, პარტიათა მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრების გასამდიდრებლად, თუმცა ასეთმა დივერსიფიკაციამ შესაძლოა გაართულოს პარტიათა შორის კონსენსუსი და შექმნას არასტაბილური გარემო გადაწყვეტილებების მისაღებად. ასევე, მრავალპარტიული სისტემა არ არის მაინცდამაინც გარანტი იმისა, რომ სხვადასხვა პარტიებს ექნებათ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. შესაძლოა მრავალპარტიულ სისტემაშიც პოლიტიკური ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდეს ერთ პარტიას, რომელიც დომინირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში (მაგალითად შვედეთის სოციალ – დემოკრატიული პარტიის ტრიუმფი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946-1976).

შესაძლოა, მრავალპარტიული სისტემისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის წყალობით ამომრჩეველმა გამონახოს პარტია (მცირე, საშუალო და დიდი), რომელიც წარმოადგენს მას პარლამენტში, რაც ცხადია გაცილებით კარგი შესაძლებლობაა ფართო არჩევანის გასაკეთებლად ვიდრე ორპარტიული სისტემის პირობებში შეიძლება გაკეთდეს, როდესაც მოქალაქე ფაქტიურად ვალდებულია ორ პარტიას შორის გააკეთოს არჩევანი, რაც ზღუდავს პოლიტიკური თავისუფლების პრინციპს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მემარცხენე სენტიმენტების მქონე ამომრჩეველს ფაქტიურად არ ყავს წარმომადგენელი პარტია კონგრესში, რომელიც მის ინტერესებს გაატარებს (თუმცა ცხადია ისიც, რომ როგორც რესპუბლიკურ ასევე დემოკრატიულ პარტიებში არსებობს არამეინსტრიმული ჯგუფები, მაგ. პროგრესისტები, Tea Party და ა.შ.). რასაკვირველია ამ შემთხვევაში, მას ექნება საშუალება ასეთი არჩევანი მაჟორიტარული ფორმულის გამოყენებით გააკეთოს, მაგრამ ეს ვერ ქმნის მისი ინტერსების რეპრეზენტაციის ძლიერ საშუალებას, რადგანაც პარტიებს გავლენა აქვთ მათი ლიდერების თუ წარმომადგენლების ქცევებზე და შეხედულებებზე.

მრავალპარტიული სისტემის პირობებში, პროპორციული საარჩევნოს სისტემა შესაძლებლობას აძლევს მცირე პარტიებს წარმოდგენილ იქნან პარლამენტში, თუმცა ეს შეიცავს იმის რისკებსაც, რომ ასეთი პარტიები, გარკვეული მხარდაჭერის სანაცვლოდ შესაძლოა გარიგებაში შევიდნენ ხელისუფლებასთან და შესაბამისად მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები აღმოჩნდნენ. ასეთ შემთხვევაში კი ცხადია აზრი ეკარგება მცირე პარტიების რეპრეზენტაციას პარლამენტში და ასეთი ტენდენციები მხოლოდ ხელს უწყობს დემოკრატიული დეფიციტის გაჩენას საზოგადოებაში და ინსტიტუტების მიმართ ნდობის ჩამოშლას.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა

საარჩევნო სისტემებიდან, მკვლევარები ყველაზე ძველ და ყველაზე მარტივ ფორმულად მაჟორიტარულ სისტემას განიხილავენ, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნიდან იღებს.[2] ცხადია, უმთავრესი განსხვავება მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ მაჟორიტარული სისტემის პირობებში მცირე პარტიებს თითქმის არა აქვთ შესაძლებლობა პარლამენტში წარმომადგენლობის ყოლის. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სპეციფიკური ქალაქის, მუნიციპალიტეტი თუ ოლქის ადგილობრივი მოსახლეობას შესაძლოა გააჩნდეს ძალიან სპეციფიკური პოლიტიკურ იდეალები, რომლებიც არ გამოხატავს სხვა მეინსტრიმული პარტიების შეხედულებებს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, კი ასეთი მოსახლეობის მიერ არჩეული მცირე პარტიის წარმომადგენელი თავს მოწყვლად პოლიტიკოსად იგრძნობს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და შესაძლებელია ხშირად მოხდეს მისი პოლიტიკური იდეების, პრაქტიკისა და მიდგომების მარგინალიზაცია თუ სტიგმატიზაცია.

შერეული საარჩევნო სისტემა

შერეული საარჩევნო სისტემა არის მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის ერთგვარი შენაერთი. ასეთი სისტემა ცდილობს გამონახოს, როგორც მაჟორიტარული ასევე პროპორციული სისტემების ის ელემენტები, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო საარჩევნო სისტემის ფორმირებას.  პრაქტიკულად, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში მოქალაქე აკეთებს ორ არჩევანს, ერთის მხრივ ის ირჩევს მაჟორიტარს, მეორე მხრივ კი პარტიას, რომელსაც ის აღიქვამს როგორც მისი ინტერესების წარმომადგენლობას პარლამენტში. შერეული საარჩევნო სისტემა თავის მხრივ, გახდა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ შერეული საარჩევნო სისტემის ფორმები (ცხადია განსხვავებული სახით ვიდრე საქართველოში) ასევე მოქმედებს თანამედროვე ევროპულ დემოკრატიებში (მაგ. გერმანია და უნგრეთი).

არსებული საკონსტიტუციო დებატები საქართველოში

როგორც ზემოთ არის აღნიშნული, საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული კონსტიტუციის ახალი პროექტით უქმდება „შერეული“ საარჩევნო სისტემა, რაც ნიშნავს მაჟორიტარული მეთოდის გაუქმებას და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით პარლამენტში წარმომადგენლობა ეყოლება მხოლოდ იმ პარტიას, რომელიც გადალახავს დაწესებულ 5 პროცენტიან ბარიერს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის, 37-ე მუხლის მე-6 პარაგრაფი ამბობს:

პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზერომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც.პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერმიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერმიღებული ხმების ჯამზემიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერმიღებული მანდატების რაოდენობათუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატებისრაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებიაგაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკურიპარტიარომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

 

მიუხედავად იმისარომ ტრადიციულად, ოპოზიციური პარტიები საქართველოში,მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას დიდი ხანია დღის წესრიგში აყენებდნენ, „ქართულიოცნების“ მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილება ისევ მტკივნეულად აღიქვაოპოზიციურმა ძალებმარომლებსაც მიაჩნიათ რომ ასეთი სისტემის ფორმირებითხელისუფლება ისევ ცდილობს ძალაუფლების მონოპოლიზაციას უკვე განსხვავებულიმეთოდებითმაგალითადოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ჯერ კიდევ2017 წლის დასაწყისში ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასუკვე აცხადებს რომხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ახალი ინიციატივა საარჩევნო სისტემისრეფორმირებასთან დაკავშირებით მორგებულია მხოლოდ მმართველი პარტიისინტერესებზე და ოპოზიციისათვის გაცილებით უსამართლო სისტემა იქმნება ვიდრე ეს იყომაჟორიტარული სისტემა.[3] თუმცა ცხადიახელისუფლება არ იზიარებს ოპოზიციის პათოსსდა მიაჩნია რომ ასეთი სისტემის ჩამოყალიბება ერთგვარი კომპრომისიამაგალითადპარლამენტის წევრისგიორგი კახიანის პოზიცია ასეთია:

 

როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობას იწყებდამაგალითადსაარჩევნო სისტემაზეთავიდანსაკითხი იდგა ასემაჟორიტარული სისტემა იქნებოდა თუ პროპორციულიდღეს ამ თემაზე კი აღარვმსჯელობთარამედ იმაზეპროპორციულ სისტემაში მანდატების გადანაწილება როგორ მოხდეს და თუამ კომპრომისს ვერ ხედავენ ჩვენი ძვირფასი კოლეგებისად ვიყავით და სად ვართ და კონსენსუსიწარმოუდგენიათ იმდაგვარადრომ ყველაფერირასაც იტყვიანჩვენ უნდა გავითვალისწინოთთუ არაკომისიის ბოიკოტირებას მოახდენენასეთი მიდგომაბუნებრივიაარ გამოდგება და ვერაფერს ვერმიაღწევენ

 

რასაკვირველიახელისუფლება ცდილობს საკუთარი გადაწყვეტილების რაციონალიზაციადა არგუმენტაცია დააფუძნოს დემოკრატიული ცხოვრებისადმი აუცილებელი პროცესის – კომპრომისის კულტურასთუმცაოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობა აღნიშნულიცვლილებისადმი ბადებს იმის საფუძველსრომ საუბარი კომპრომისის შესახებ ერთგვარადმანიპულაციური რიტორიკაა ვიდრე რეალობაგარდა ოპოზიციური წინააღმდეგობისა,ხელისუფლებისათვის პრობლემას ქმნის ისიცრომ შესაძლოა მანდატების განაწილებისახალი სისტემა კრიტიკის საგანი გახდეს ვენეციის კომისიისათვის, რომელიც მნიშვნელოვანროლს ასრულებს მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების დაკვირვების პროცესში.

გარდა კომპრომისის კულტურისასხვა არგუმენტი, რომელიც ხელისუფლებას მოყავსსაარჩევნო სისტემის ტრანსფორმაციისთვის ეფუძნება იმასრომ შემოთავაზებულივარიანტის მიზანია უზრუნველყოს მოსალოდნელი კრიზისების თავიდან აცილებასხვასიტყვებით რომ ვთქვათსოციალდემოკრატმაუმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმაეს კონკრეტული არგუმენტი ასე ახსნა:

 

რადგან ჩვენ გვაქვს მყიფე პარტიული ლანდშაფტირადგან ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეგადავდივართპროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაშიძალიან ბევრი პარტია შედისპარლამენტში და რთულდება ხოლმე უმრავლესობის ფორმირებარომელიც გადაწყვეტილებებსმიიღებსამან განაპირობა იტალიაში ისრომ თითქმის ყოველ წელს ახალი არჩევნები ინიშნებოდაიცვლებოდა მთავრობებირადგან ის კოალიციებირომელიც დგებოდახშირ შემთხვევაშივერთანხმდებოდნენ და მთავრობები იშლებოდაეს რომ თავიდან იყოს აცილებეულისწორედ ამიტომ არისეს ნაბიჯი გადადგმული

 

როგორც ზემოთ ითქვაპროპორციული სისტემის ერთერთ გამოწვევად მკვლევარებიმიიჩნევენ გაზრდილ საფრთხეებს პოლიტიკურ პარტიათა შორის ინტენსიურ და ღრმაკონფრონტაციისა,  რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფოს არაეფექტურიფუნქციონირება და არასტაბილური გარემო განვითარებისთვისგამომდინარე აქედანხელისუფლების პოზიცია იმის თაობაზერომ მათ სურთ წარმოდგენილი სისტემით შექმნანგადაწყვეტილების მიღების სწრაფი მექანიზმი  პოლიტიკურად რაციონალური მიდგომაათუმცა გაუმართლებელი დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრებისათვის.  

საინტერესოა ისრომ არსებული დებატების პროცესში ასევე გაისმა მოსაზრება ონდტისმეთოდის შემოღების შესახებ საარჩევნო სისტემაში.[4] ინიციატივა თავისუფალდემოკრატებს ეკუთვნის და  ფიქრობენრომ ონდტის ფორმულა არც ერთ გაუნაწილებელმანდატს არ ტოვებსთავის მხრივ კი თავისუფალი დემოკრატების ეს ინიციატივა ასევეგაიზიარა ინტერპარტიულმა ჯგუფმათუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა ინიციატივის წამოყენებისას არ განმარტეს დეტალურად (საჯარო სივრცეში), რატომ შეიძლება იყოს აღნიშნული მეთოდი (და არა სხვა მეთოდი) ყველაზე ხელსაყრელი,როგორც მათთვის ასევე ინტერპატიულ ჯგუფში შემავალი სხვა პარტიებისათვის. ასევე აღნიშნული ინიციატივის პრაქტიკული რეალიზაციის პერსპექტივა სუსტია იმდენადრამდენადაცრთულია ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა პოლიტიკურ აქტორებს შორისროგორც პარლამენტში ასევე პარლამენტს გარეთ.  ამის ძირითადი მიზეზი კი ის არისრომწარმოდგენილი ცვლილებებით ხელისუფლების ინტერესია პოლიტიკურიგადაწყვეტილებების სწრაფი მექანიზმის ამუშავება და არა პლურალისტური გარემოსშექმნა.

დასკვნის სახითშეიძლება ითქვასრომ გამომდინარე პოსტსაბჭოთა ქართული პოლიტიკისთავისებურებებიდანრომელიც ხასიათდება ემოციური ტენდენციებითა და პარტიათა შორისმოლაპარაკებების კულტურის ნაკლოვანებითალბათ ლოგიკურია ისიც რომ ხელისუფლებისმიერ წარმოდგენილ ახალ საარჩევნო სისტემაზე ვერ თანხმდებიან ქვეყნის მეინსტრიმულიპოლიტიკური აქტორებიასევეპრობლემას ქმნის ისიცრომ მაჟორიტარული სისტემისგაუქმების შესახებ არ არსებობს სრული კონსენსუსი თავად მმართველ პარტიაშისხვასიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილიეწინააღმდეგება წარმოდგენილ სისტემას და მიიჩნევენრომ ამ ეტაპზე საქართველო არარის მზად მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

შენიშვნა: სტატია დაწერილია 10 მაისს.

[1]იხ. Rein Taagepara, ‘Electoral Systems’, in: Carles Boix and Susan C. Stokes (eds). The Oxford Handbook of Comparative Politics (Oxford, UK: Oxford University Press, 2007)

[2]იხ. Pippa Norris, ‘Choosing Electoral Systems: Proportional, Majoritarian and Mixed Systems’, International Political Science Review Vol 18(3) July 1997: 297-312

[3] იხ. გადაცემა არგუმენტების დრო, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, 19/04/2017

[4]დ’ონდტის მეთოდი არის მათემატიკური ფორმულა, რომელიც გამოიყენება პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში და რომლის პრაქტიკაც არსებობს  ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში (მაგ. ავსტრია, ესპანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და ა.შ.). დ’ონდტის ფორმულა უკავშირდება ბელგიელ იურისტსა და მათემატიკოსს ვიქტორ დ’ონდტს, რომელმაც ფორმულა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში განავითარა და მიზნად ისახავდა ბელგიის პარლამენტში სხვადასხვა ლინგვისტური ჯგუფებისა და პოლიტიკური ტრადიციების რეპრეზენტაციას.

ქვემოთ იხილეთ დ’ონდტის მეთოდის გამოყენების სიმულაციური მაგალითი (წყარო: http://electoralreform.wikia.com/wiki/D’Hondt_Method):

მოცემულ სურათზე წარმოდგენილია 10 მანდატი, რომელიც უნდა გადანაწილდეს  4 პარტიას შორის, რომლებმაც მიიღეს 25, 000, 19, 000, 12,000 და 8,000 ხმა:

გამყოფი   

პარტია  A

პარტია  B

პარტია  C

პარტია D

1

25000 [1]

19000 [2]

12000 [4]

8000 [7]

2

12500 [3]

9500   [5]

6000  [10]

4000

3

8333   [6]

6333   [8]

4000

2667

4

6250   [9]

4750

3000

2000

პირველ სვეტში წარმოდგენილი გამყოფები არის უბრალოდ ციფრები 1, 2, 3, და ასე შემდეგანუ იმდენი რამდენიცსაჭიროაშემდეგ კითითოეულ რიგში წარმოდგენილი ციფრები არის გამყოფის მიერ განაწილებული ხმებიკონკრეტული პარტიისათვისხოლო ფრჩხილებში განთავსებული ციფრები კი არის ამ კოეფიციენტთა რანჟირებასიდიდის მიხედვითროდესაც 10 (ან რამდენი ადგილიც არის გადასანაწილებელიუმაღლესი კოეფიციენტიდალაგდებათითოეული პარტია იღებს იმდენ ადგილსრამდენ უმაღლეს ციფრსაც მოიპოვებსამ კონკრეტულშემთხვევაში კი პარტიებმა მიიღეს 4, 3, 2 და 1 ადგილი.