საღამოს პიკის საათი – 02.06.2026
1) ხუთ ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოსდაცვით გამოწვევებზე მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართულობას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 5 ივნისს მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს.
სტუმარი: თამარ ბარბაქაძე – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტი.
2) ორ ივნისს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“, გაიმართება საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გრანდიოზული გახსნის საზეიმო ცერემონია
სატელეფონო ჩართვა: ემზარ ზენაიშვილი – ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი.
3) ახალი გამოცემა – ქართული ოლიმპიადების ისტორია
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მუზეუმებთან, არქივებთან, მუნიციპალიტეტებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, ხალხური შემოქმედების ოლიმპიადა-ფესტივალების ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მასალის მოძიებას, თავმოყრას, დამუშავებას, გამოცემის მომზადებასა და წიგნის დაბეჭდვას.
სტუმრები: ბაია ასეიშვილი – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთავარი რედაქტორი; ნანა კალანდაძე – ფოლკლორის ცენტრის არქივის თანამშრომელი.
წამყვანები: დალი ხოჯავა, გიორგი გაფრინდაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

