ახალი მიმართულება რუხის საავადმყოფოში 

12:19, 20.12.2025

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა – პაციენტები არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ. შესაბამისად, ტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისისთვის ბენეფიციარებს დედაქალაქში წასვლა აღარ მოუწევთ.

სამედიცინო დაწესებულებაში არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.

მსგავსი