მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის

15:03, 10.12.2025

საბავშვო ევროვიზიის ფინალამდე რამდენიმე დღე რჩება. საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიციები. საქართველოს სახელით კონკურსზე, პირველი არხის პროექტის, „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი, გიგა კუხიანიძის სიმღერით Shine like a star წარდგება. დღეს 14:00 საათზე ის დიდ სცენაზე მეორე რეპეტიციას გაივლის. გუშინ კი ანიტა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა დალოცა და ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა.

 ფინალური შოუ 13 დეკემბერს, 20:00 საათზე ოლიმპიურ სოფელში გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას, ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს, შოუს ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

უფრო მეტს მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

ევროვიზია

მსგავსი