„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს – შეფასებები

21:17, 27.09.2025

აიკრძალება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია. საკითხზე მუშაობა გრძელდება. იურისტთა ჯგუფი, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ამზადებს დოკუმენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

წამება და არაადამიანური მოპყრობა, ძალადობა. პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფა, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, საკუთრების ხელყოფის უხეში ფაქტები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო  პროცესის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები და დესტრუქციული საქმიანობა  – ამ ძირითადი თავებისგან შედგება კომისიის დასკვნა, რის ასახვასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელშიც გეგმავს.

ვის და რომელ პარტიებს შეეხება „ქართული ოცნების“ სარჩელი და როგორია ოპოზიციის პასუხი მმართველი გუნდის პოზიციაზე, დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.

#აქტუალურითემა ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანთან #LIVE

მსგავსი