შსს-მ ავტომობილის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავა 

12:25, 31.03.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი