რადიოკალენდარი – ანსამბლი „მართვე“

17:34, 30.06.2022
-0:00
1976 წელს საქართველოში დაიბადა იდეა შექმნილიყო ბიჭუნათა ფოლკლორული გუნდი.
1978 წლის 9 მაისს საქართველოს ტელევიზიით ანსამბლი პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე.
მაყურებელსვე შესთავაზეს ბიჭუნათა ანსამბლისთვის სახელის შერჩევა. მრავალთაგან შეირჩა საგარეჯოელი დავით შაქარაშვილის წინადადება – „მართვე“.
45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“ დამოუკიდებელი სტატუსი მიენიჭა და მის სამხატვრო ხელმძღვანელად მიშო ჯავახიშვილი დაინიშნა.
2 ივლისს შედგება „მართვეს“ პრეზენტაცია.

„რადიოკალენდარში“ მიშო ჯავახიშვილი საუბრობს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი