ზვიად კუპრავას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. „ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, მომხდარი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. სამართალდამცველებს, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.