ზვიად კუპრავა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს

ზვიად კუპრავა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. კუპრავას განცხადებით, მას ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე მოხდა ხმის ნიმუშის აღება, რომლის მეშვეობით დადგინდება, მონაწილეობდა თუ არა ის ინციდენტში.