ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდება

პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება, ამ მოთხოვნით გამსახურდიას შვილები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობდნენ. პირველი პრეზიდენტის საქმეს ვადა 31 დეკემბრამდე აქვს, შესაბამისად, პარლამენტს ცვლილებების მიღება წლის ბოლომდე მოუწევს.

თეონა მანაგაძე მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში და ამ თემაზე საუბარს ახლა “მოამბის” პირდაპირ ეთერში განაგრძობს – როდის გეგმავენ დეპუტატები განხილვების დაწყებას?